ჩვენ შესახებ

tetri logoსამაუწყებლო კომპანია ჰერეთი 20 წელია ბაზარზეა და ფლობს 3 რადიოსადგურს:

 აქედან 2 კერძო საერთო მაუწყებელს: B95 და B175 ლიცენზია. 

კახეთის რეგიონში – რადიო “ჰერეთი” FM102.8

დედაქალაქში – რადიო “თბილისი” FM93.5.

და RELAX WEB RADIO – ინტერნნეტ რადიოს 

რადიოების დაფარვის არეალში 3 მილიონამდე პოტენციური მსმენელია.

რადიო ჰერეთს FM102.8,დაფარვის არეალი: მთელი კახეთი

და რადიო თბილისი FM93.5 დედაქალაქი და მისი შემოგარენი.ქალაქები: რუსთავი და მცხეთა

ჰერეთი ლიდერი მაუწყებელია კახეთის რეგიონში და 19 წელია ეთერში.

თბილისი, სამაუწყებლო კომპანიის ახალი პროდუქტია, განსხვავებული, მრავალფეროვანი მუსიკით და პროგრამებით. უკვე 1 წელზე მეტია მაუწყებლობს და უამრავი მსმენელის ყური აქვს დაპყრობილი. „რადიო იწყება ჩვენით“, „ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე“- ეს ჩვენი სლოგანიებია.

RELAX WEB RADIO – ქართულ სამაუწყბელო ბაზარზე სრულიად ახალი და ინოვაციური პროდუქტია. იგი მთლიანად ინტერნეტსა და სმარტფონ აპლიკაციებზეა წარმოდგენილი და მუსიკალური ფორმატი სპა, რელაქს, ჩილ-აუთ და აკუსტიკ მუსიკას, ინსტრუმენტალური კლასიკის შედევრებს ეთმობა. 

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის 100 % წილის მფლობელია რამაზ სამხარაძე, მედიამენეჯერი 

ჩვენ რადიოსადგურებს აქვს უპრეცედენტო„ნიუს პლატფორმა“ რაც ამ ორი რადიოსადგურის გაერთიანებულ ახალ ამბებს გულისხმობს.

რადიოს მომწონებელთა რაოდენობა ფეისბუქზე სულ უფრო იზრდება ამჟამად 250 ათასზე მეტი ლაიქერია. სოციალურ ქსელში მოძებნეთ: RadioTbilisi / FM 93.5 / რადიო თბილისი ეს არის ერთადერთი მაუწყებელი, რომელიც კომერციულ მომსახურებას სთავაზობს დამკვეთს Facebook Lives- სახით.

ჯამში რადიოსადგურების დაფარვის არეალში პოტენციურად 3 მილიონზე მეტი მსმენელია.

რადიო თბილისის ფორმატი, მუსიკალური დაპროგრამება მთლიანად მორგებულია ამერიკულ გამოცდილებას.

ჩვენმა რადიოსადგურებმა ამერიკელ კოლეგებთან ჩამოყალიბეს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც დღემდე აქტიურად გრძელდება.

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი “ქრომველ გრუპის” პარტნიორია, რომელიც 28 რადიოს ფლობს შეერთებულ შტატებში.

დღეს, ჩვენი მარკეტინგის სამსახური მთლიანად ამერიკული გამოცდილებით მუშაობს. ჩვენ ამერიკული გამოცდილება ქართულ მედიასივრცეში გადმოვიტანეთ. კომპანიის თანამშრომლებმა სტაჟირება გაიარეს “ქრომველ გრუპში”.

ჩვენი პარტნიორია “ბიზნესმედია საქართველო”:  „საქმიანი დილის“ გუნდი, ტელევიზიასთთან ერთად მათი პროდუქტები: „საქმიანი დილა“, „საქმის კურსი“ და „ანალიტიკა“, ჩვენს ორვე რადიოსადგურში გადაიცემა.

ვართ ცნობილი მსოფლიო გამოცემების FORBES და FINANCIAL – ის პარტნიორები.

ჩვენი პარტნიორი რეგიონული რადიოსადგურებია: ძველი ქალაქი, ათინათი, ჰარმონია. ჩვენი სადგურების მეშვეობით რეკლამის განთავსება მთელი ქვეყნის მასშტაბით 5 რადიოკომპანიაში ერთდროულადაა შესაძლებელი.

ჩვენი პარტნიორია საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია – GARB მათი ორი ყოველკვირეული ტელეპროდუქტი რადიო თბილისის ეთერშიც გადაიცემა. საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქ-შოუ “განსხვავებული აზრი” და ტელე-რადიო ჟურნალი “მრავალკუთხედი”

ჩვენ აქტიური მხარდამჭერები ვართ სხვადასხვა ფესტივალის თუ სოციალური კამპანიის (ყველის და ტურიზმის, ფოტო, FASIONKIDS ფესტივალები, მამების და წითურთა საერთაშორისო დღეები)

ჩვენ მზად ვართ ახალი გამოწვევებისთვის და აქტიური თანამშრომლობისთვის.

ვქმნით თქვენთვის,რომ რადიო დაიწყოთ ჩვენით.

რადიოBET // ანონსი
  1. რადიოBET // ანონსი
  2. დაბრუნება ევროპიაში // ანონსი
  3. სპორტნიუსი // ანონსი
  4. მრავალკუთხედი // ანონსი
  5. განსხვავებული აზრი // ანონსი
  6. ახალი ამბები // ანონსი
  7. საქართველოს რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელი // ანონსი