ახალი ამბები

ananolebanidze

ანანო ლებანიძე, ახალი ამბების წამყვანი და პროდიუსერი

ახალი ამბები ეთერშია ყოველდღე, კვირის გარდა, დღეში 13 ჯერ – 11:00, 12:00, 13:00, 14:00, 15:00, 16:00, 17:00, 19:00, 20:00, 21:00, 22:00, 23:00, 00:00 სთ.

შაბათობით ახალი ამბების მოსმენა შეგიძლიათ დილის 10:00 – 17:00 საათამდე.

17:00 და 24:00 საათზე ეთერშია ჩვენი ვრცელი, მთავარი საინფორმაციო გამოშვებები.

მნიშვნელოვანი ამბების დროს რადიო მაუწყებლობს საგანგებო საინფორმაციო გამოშვებებით.

რადიო თბილისს უპრეცედენტო ნიუსპლატფორმა აქვს.

ეს არის გაერთიანებული საინფორმაციო გამოშვებები, სადაც 2 რადიოსადგურის ჰერეთისა და თბილისის სტუდიები ერთდროულად მუშაობს.ერთიანი წამყვანებით და საკორესპონდენტო ქსელით მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი პრიორიტეტი დედაქალაქის ინფორმაციასთან ერთად, რეგიონული კონტენტია. რადიოს ახალი ამბები მნიშვნელოვან დროს უთმობს რეგიონებში მიმდინარე პროცესების გაშუქებას.

რადიო თბილისი ერთადერთი ქართული კომერციული რადიოსადგურია, რომელსაც ბიურო გააჩნია ამერიკის შეერთებულ შტატებში.ქართველი რადიომსმენელი პირველი იღებს ინფორმაციას იქ განვითარებული მოვლენების შესახებ. შეერთებულ შტატებში ჩვენი რეპორტიორი რუსუდან წერეთელი მუშაობს.

ჩვენი რადიოსადგურები გამოირჩევა მიუკერძოებელი, ობიექტური და დაბალანსებული ინფორმაციით.ახალ ამბებში შუქდება ყველა ის საკითხი, რაც რეგიონში, დედაქალაქში, ქვეყნაში და მსოფლიოში ხდება.პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური თოქ-შოუებიც ეთერს უთმობს როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებს.

კვლევები: 2016 წლის ბოლო კვლევებით, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების ფონდის მხარდაჭერით ინტერნიუსმა განახორციელა, რადიოსადგური ახალ ამბებს პროაქტიულად, მიუკერძოებლად, კრიტიკულად და დაბალანსებულად, წყაროთა სიმრავლით აშუქებდა.  “რადიოსადგური მოსახლეობის პრობლემებს უყურადღებოდ არ ტოვებდა, რა დროსაც ჟურნალისტები პასუხისმგებელ პირებს მწვავე კითხებს უსვამდნენ. ისინი მხოლოდ პოლიტიკოსთა განცხადებების ციტირებით არ შემოიფარგლებოდნენ და თავადაც იჩენდნენ ინიციატივას მოეძიებინათ დამატებითი მასალები და საკითხის ირგვივ მეტი სიცხადე შეეტანათ.” – ნათქვამია ანგარიშში.


ვყიდით რეკლამას და არა ახალ ამბებს.news

მოგვწერეთ news@tbilisifm.com

დაგვიკავშირდით,ახალი ამბების ცხელი ხაზის ნომერია: 595 51 93 10

 

რადიოBET // ანონსი
  1. რადიოBET // ანონსი
  2. დაბრუნება ევროპიაში // ანონსი
  3. სპორტნიუსი // ანონსი
  4. მრავალკუთხედი // ანონსი
  5. განსხვავებული აზრი // ანონსი
  6. ახალი ამბები // ანონსი
  7. საქართველოს რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელი // ანონსი