ისტორია

სამაუწყებლო კომპანია “ჰერეთი” წარმოადგენს დამოუკიდებელ მედია ჯგუფს საქართველოში, რომელიც 1998 წლის 29 აგვისტოს დაფუძნდა.

კომპანია ფლობს 3 რადიოსადგურს, აქედან 2 კერძო საერთო მაუწყებელს: B95 და B175 ლიცენზია. 

კახეთის რეგიონში – რადიო “ჰერეთი” FM102.8

დედაქალაქში – რადიო “თბილისი” FM93.5.

და RELAX WEB RADIO – ინტერნნეტ რადიოს 

რადიოების დაფარვის არეალში 3 მილიონამდე პოტენციური მსმენელია.

COVERFB-RADIO

►ისტორია

“ჰერეთმა” მაუწყებლობა 1998 წელს კახეთში FM 101-ზე, ხოლო ცოტა მოგვიანებით FM 102.8 -ზე განაგრძო.2015 წლის 1 სექტემბრდან კომპანიამ დედაქალაქში რადიო თბილისი FM93.5 გაუშვა.

“ჰერეთის” დამფუძნებლებს ურთულეს პირობებში უწევდათ დამოუკიდებელი რადიოსადგურის შექმნა და განვითარება, თუმცა რადიოს თანამშრომელთა გუნდურობამ და მსმენელში პოპულარობამ “ჰერეთი” განვთარების ახალ ეტაპებზე გადაიყვანა.

დღეს, რეგიონული რადიო “ჰერეთი” საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რადიოსადგურია.

მიუკერძოებელი საინფორმაციო პოლიტიკა,ნდობის მაღალი რეიტინგი, მუდმივი ინოვაციურობა და მზარდი განვითარება, ქართულ სამაუწყებლო ბაზარზე “ჰერეთის” მდგრადი სამაუწყებლო პოლიტიკის და  შეუპოვარი გუნდის მიღწევაა.

კახეთში, სადაც ამჟამად რადიოსადგური მაუწყებლობს უამრავი ადგილობრივი და სოლიდური საერთაშორისო ჯგუფების კვლევებით, მრავალი წელია ლიდერი მედიასაშუალებაა.

მსმენელი ჰერეთს ენდობა და უყვარს, ეს ექსკლუზიური სმენადობის რეიტინგი კომპანია TNS-მა 2013-2014 წლებში გამოაქვეყნა.ამ კვლევის მიხედვით, კახეთში ახალ ამბებს ჰერეთიდან ისმენენ.

ჩვენი პირველადი პროდუქტი რადიოა, თუმცა ჩვენი შექმნილი რადიოსადგურები წარმოდგენილია ყველა პლატფორმაზე: ინტერნეტმაუწყებლობა, სხვადასხვა აპლიკაციები და სოციალური ქსელები.

კომპანია ფლობს 250 ათასზე მეტ მოწონებულ გვერდს სოციალურ ქსელში ფეისბუკი. და პირველი მედიაკომპანიაა საქართველოში, რომელმაც დაიწყო “FACEBOOK LIVE”

►ბრენდი

ჩვენ ვამაყობთ, რომ რადიო “ჰერეთი” ცნობადი მედიასაშუალებაა მთელ საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ.

რადიო “ჰერეთის”, როგორც ბრენდის შექმნა, უკავშირდება მრავალფეროვნებას, დემოკრატიულობას, ეროვნულ მთლიანობას. ამ მიზნის მიღწევაში რადიოს ხელს უწყობს თავად სახელიც, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ ძველ კუთხეს, ჰერეთს გვახსენებს.

დაფუძნების მიზანი არის დამოუკიდებელი, თავისუფალი და პროფესიული მასმედიის ჩამოყალიბება და განვითარება.

ჩვენ, 1998 წლიდან ნარინჯისფერები ვართ. სიახლის, თავისუფლების, თავდაჯერებულობის, შეუდრეკელობის, სასიცოცხლო ძალების, მზისა და სითბოს, ინტელექტისა და განვითარების სიმბოლო.

 

►ჩვენი მისია

საზოგადოების ინფორმირება სანდო და ობიექტური ინფორმაციით.

“ჰერეთი” დაარსებიდან დღემდე ინარჩუნებს ობიექტური, მიუკერძოებელი და სანდო საინფორმაციო პოლიტიკის მატარებელი მედიაკომპანიის იმიჯს. ამის წინაპირობაა ისიც, რომ ჰერეთის დამფუძნებლები და თანამშრომლები არ არიან პოლიტიკური პარტიების ან სხვა სახელმწიფო ორგანოს თანამშრომლები. ჰერეთი გამოირჩევა ერთსულოვანი თანამშრომელთა გუნდით და ორგანიზებულობით.

ჩვენ ვყიდით რეკლამას, და არა ამბებს. 

►სტატუსი 

შპს “სამაუწყებლო კომპანია რადიო ჰერეთი”, კერძო, დამოუკიდებელი კომპანიაა.

ჰერეთი ფლობს კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიებს( ნომერი B95 და B175)

კომპანიის დამფუძნებელია რამაზ სამხარაძე, საქართველოს მოქალაქე – წილი 100 %; პროფესიით მედია-მენეჯერი.

►დაფარვის არეალი

“ჰერეთის” დაფარვის ზონა კახეთის რეგიონს და აზერბაიჯანის დასავლეთ ნაწილს მოიცავს. კახეთში “ჰერეთის” მაუწყებლობა ვრცელდება FM 102.8 MHz ტალღაზე – ლაგოდეხი, წნორი,სიღნაღი, გურჯაანი, ყვარელი, დედოფლისწყარო, თელავი, საგარეჯო. ახმეტა. ასევე დასავლეთ აზერბაიჯანს – ბელაქანი, ზაქათალა, კახი.

რადიო ჰერეთის მოსმენა შესაძლებელია როგორც ინტერნეტით,ასევე Apple -სა და Android -ის სმარტფონების მეშვეობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

რადიო “თბილისის” დაფარვის ზონა ტალღაზე FM 93.5 მოიცავს სრულიად თბილისსა და მის შემოგარენს. ქალაქებს რუსთავსა და მცხეთას, კახეთის რეგიონს: საგარეჯოს, გურჯაანის, დედოფლისწყაროს რაიონის და ლაგოდეხის რიგ სოფლებს.

რადიო “თბილისის” FM93.5  მოსმენა ჩვენი ვებსაიტიდან,ინტერნეტშიცაა შესაძლებელი.

კომპანიამ 8 წლიანი ბრძოლის შემდეგ 2015 წლის 16 ივლისს თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზია მოიპოვა ტალღაზე FM93.5  და საცდელი მაუწყებლობა 2015 წლის 1 სექტემბერს გაუშვა. ნოემბრიდან კი ამ ორი რადიოსადგურის გაერთიანებული ახალი ამბები ყოველ საათში რადიო თბილისის ეთერშიც ისმის.

2017 წლის 25 აპრილს სამაუწყებლო კომპანიამ თავის მესამე პროდუქტი RELAX WEB RADIO – ინტერნნეტ რადიო , გაუშვა, რომელიც მხოლოდ ინტერნეტში და სმარტფონ აპლიკაციებზეა წარმოდგენილი,მთელი მსოფლიოს მასშტაბით.ფორმატი მთლიანად სპა-რელაქს-ლაუნჯ მუსიკას ეთმობა, Chill-Out და Acoustic შედევრებს.

►პროდუქტები

რადიო ჰერეთის 24 საათიანი მაუწყებლობა გთავაზობთ: ახალ ამბებს საათში ერთხელ, საავტორო შოუ-პროგრამებს და ყველა დროის საუკეთესო მუსიკას, ქართულ პოპულარულ სიმღერებს.რეკლამის წარმოება – განთავსებას და გადაცემების სპონსორობას.

ჩვენი რადიოსადგურები ლიცენზირებულ მუსიკალურ პროდუქციას იყენებს ეთერში და იცავს ყველა საავტორო უფლებას.  “საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციასციისგან” მინიჭებული აქვს ლიცენზია N 906.

►ნოვატორობა

რადიო ჰერეთმა 2001 წლიდან, პირველად ქართული რადიომაუწყებლობის ისტორიაში მსმენელს შესთავაზა ჟურნალისტური გამოძიებები და საინფორმაციო ანალიტიკური რადიოჟურნალები, რომელიც უპრეცენდენტოა ქვეყანაში.

რადიო ჰერეთი პირველი ქართული რადიომაუწყებლობაა Apple-ს ქსელში, რომლის საშუალებითაც ჩვენი ეთერი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 2011 წლის სექტემბრიდან ვრცელდება. იხილეთ ჩვენი აპლიკაცია APPLE store-ში, ასევე ყველა ტიპის IPhone ITunes –ში.

2012 წლის 8 ივლისიდან, ჰერეთი უკვე ანდროიდზეცაა, თუ გაქვთ სმარტფონი, მოძებნეთ ჩვენი აპლიკაცია სახელით: radio hereti Google play-ში და გვისმინეთ 24 საათის მანძილზე! – პირველი ქართული რადიო ანდროიდზეც.

►ახალი მედია 

რადიო ჰერეთის პირველი ვებგვერდი 2006 წელს 29 აგვისტოს გაეშვა ინტერნეტში.

2009 წლის 29 აგვისტოდან  რადიოსადგურმა დიზაინის ცვლილება მოახდინა და პირდაპირი ეთერის ტრანსლირება დაიწყო ინტერნეტში.

2015 წლის 19 აპრილს, ჰერეთმა ახალი ოფიციალური ვებგვერდი გაუშვა ინტერნეტში. რადიო ჰერეთმა პლატფორმა აშშ-ი შეიძინა. ვებგვერდი მულტიმედიურია , პასუხობს ახალი მედიის ყველაზე პრეტენზიულ გამოწვევებს. გვერდი ყველა ტიპის ოპერაციულ სისტემაზეა ინტეგრირებული: მობილურში, სმარტფონზე, ტაბლეტზე, პირად კომპიუტერზე.

ჩვენი მოსმენა, წაკითხვა მარტივია და ყველგან შესაძლებელი, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ.

 

►აღიარება

2006 წელს, ”სამაუწყებლო კომპანია რადიო ჰერეთს”, დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, მიღებული აქვს ”ერთიანი მსოფლიოს მედია პრიზის” სერთიფიკატი – BBC -გან და მსოფლიო სამაუწყებლო ტრესტისაგან, ”One Word Media Trust” – ნომინაციაში – “მედიის განვითარებისთვის” და “ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისთვის”.

2007 წელს, „ეროვნული ინტერნეტკონკურსის“ მიერ, რომელიც კომპანიებმა “მაგთიკომმა” და “ნავიგატორმა” მოაწყო ჰერეთის ვებგვერდი დაჯილდოვდა, როგორც საუკეთესო რეგიონული რესურსი.

2008 წელს, რეგიონულ გაზეთ “კახეთის ხმის” გამოკითხვით,  რადიო ჰერეთი საუკეთესო მედიაკომპანიად დასახელდა კახეთში.

2014 წელს, რადიო ჰერეთმა გაიმარჯვა საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამაში (GMPP) / Georgian Media Partnership Program, რომლის მეშვეობითაც ჰერეთის პარტნიორი შეერთებულ შატებში მაუწყებელი “ქრომველ გრუპი” გახდა. “ქრომველ გრუპი”რამდენიმე შტატში 28 რადიოსადგურით ოპერირებს. პროგრამა ითვალისწინებს გრძელვადიან ურთიერთობას ამერიკულ რადიოსადგურთან და თანამშრომელთა გაცვლას. საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამა დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის მიერ და მას საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX)–ი ახორციელებს.

►საერთაშორისო მხარდაჭერა

რადიო ჰერეთს არაერთი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული, მათ შორის დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით IREX, Eurasia Partnership Foundation , USAID, OSGF, IFES, British Council, US Embassy.

რადიოBET // ანონსი
  1. რადიოBET // ანონსი
  2. დაბრუნება ევროპიაში // ანონსი
  3. სპორტნიუსი // ანონსი
  4. მრავალკუთხედი // ანონსი
  5. განსხვავებული აზრი // ანონსი
  6. ახალი ამბები // ანონსი
  7. საქართველოს რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელი // ანონსი